დაბა ბაკურიანში, გუდაურში, კურორტ გოდერძისა და დაბა მესტიაში მოქმედი ტურისტული ოპერატორები და ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან ნოემბერსა და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადისგან, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში, შეუძლებელია ზამთრის სეზონი მათთვის შემოსავლის წყარო იყოს.
საგადასახადო ინიციატივების საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს ინიცირდება.
საგადასახადო შეღავათების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.