კუნძულ ზმეინთან რუსული სამხედრო გემი იწვის, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Думская წერს. გამოცემის ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ეს ინფორმაცია სოცქსელებში ჯერ კიდევ 5 მაისს გავრცელდა
Думская-ს ცნობით, ამ რაიონში, შავი ზღვის აკვატორიაში გამოჩნდა რუსული ავიაცია, ხოლო ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო გემები დაიძრნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო გემზე ხანძარი უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია.
გემზე ხანძრის ფაქტს ადასტურებს Telegram-ზე დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. „იცით, არის ასეთი „ადმირალ მარკოვი“. ის ახლა ძალიან ციდადაა და ისევ დასაჯა ზღვის ღმერთმა. კიდევ ერთი რუსული გემი არ წავიდა „სადაც საჭიროა“, თუმცა საკმარისად მიიღო. იმედი მაქვს, ბოლოს მაინც იქ წავა „სადაც საჭიროა“, - ამბობს დეპუტატი.
ამასთან, რუსეთის გენშტაბი, 6 მაისის მდგომარეობით, კიდევ ერთი გემის დაკარგვის შესახებ იუწყება. „ადმირალი მარკოვი“, მესამე ფრეგატია, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხება. სამხედრო გემი 30-ე საზღვაო დივიზიის შემადგენლობაშია. ფრეგატი 2012 წელს სახელმწიფო საწარმო „იანტარში“ ააწყვეს, კალინინგრადში. ექსპლუატაციაში კი 2015 წელს შევიდა. ფრეგატი აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“, და გემის საწინააღმდეგო რაკეტებით „ონიქსი“.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, საღამოს, რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.
ასევე წაიკითხეთ