რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკმა მიტკო ბორისოვმა ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.
„რუსულმა მხარემ ეს ნაბიჯი ბულგარეთის უსაფუძვლო გადაწყვეტილების საპასუხოდ მიიღო.
ბულგარეთმა, 18 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ატაშე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან გააძევა.