უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინამ „რუსულ სამყაროსთან“ კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა

„უკრაინა ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის“, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს გასცდება ორ ფუნდამენტურ პრინციპს - განაგრძობს თავის გზას, როგორც ევროპული ქვეყანა, როგორც დასავლეთის ნაწილი, ვინაიდან უკრაინამ „რუსულ სამყაროსთან“ კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა საჭირო.

„უკრაინის სვლა ევროატლანტიკური დასავლეთისკენ შეუქცევადია“, - აღნიშნა მინისტრმა.