რუსული წყაროების ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" დაზვერა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier Challenger 650 აფხაზეთის „საჰაერო სივრცეში“ იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.

რესურს PlaneRadar-ის ინფორმაციით, რუმინეთის აეროპორტიდან 22 სექტემბერს აფრენილი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი 23 სექტემბერს “მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში, არამედ აფხაზეთშიც“.