საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ „ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება“.
„მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინია, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.
ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ
- საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს
- რა წერია ევროკავშირის კითხვარში