გერმანიის სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბუნდესტაგის, ფედერალური პოლიციისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ვებგვერდი დროებით მიუწვდომელი იყო.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსული ასოციაციის Killnet-ის ჰაკერებმა აიღეს, რომლებმაც ამის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნეს. Spiegel-ის ცნობით, ეს იყო ერთგვარი პროტესტი უკრაინაში იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.
ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ თავდასხმები მარტივად მოიგერიეს.