თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. თბილისის მერიის განცხადებით, შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვი.
„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.