ისრაელი აეროპორტში სავალდებულო PCR ტესტირებას აუქმებს

ისრაელში შესულ მოგზაურებს 20 მაისიდან აეროპორტში კორონავირუსის სავალდებულო ტესტირების ჩატარება აღარ მოუწევთ, იტყობინება Reuters-ი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის დეპარტამენტმა ტესტირების მოთხოვნის გაუქმების მიზეზად შემთხვევათა რაოდენობის სტაბილური შემცირება დაასახელა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, ყველა, ვინც ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდება, უნდა გაიაროს ტესტირება, რომლის საფასურიც მოგზაურებმა თავად უნდა გადაიხადონ.

ტესტირების შემდეგ კი, 24 საათის განმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ, ვიდრე შედეგებს არ მიიღებენ. გარდა ამისა, სამშაბათიდან ისრაელში ჩასულებს საშუალება ექნებათ, გამგზავრებამდე გაიკეთონ ანტიგენის ტესტი PCR ტესტის ნაცვლად, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.