იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის საპატრულო სამსახურის ორი გემი მის ტერიტორიულ წყლებში (სენკაკუს კუნძულებთან) შევიდა, იტყობინება NHK. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წელს უკვე მეშვიდე ასეთი შემთხვევაა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხომალდები იაპონურ თევზსაჭერ კატარღებთან მიახლოებას ცდილობდნენ. საზღვაო უსაფრთხოების ეროვნულმა სამსახურმა მეთევზეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე საპატრულო კატარღები გაგზავნა. ისინი ჩინურ გემებს იაპონიის ტერიტორიული წყლების დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ამ კუნძულებზე პრეტენზიას პეკინის გარდა, ტაივანიც აცხადებს. იაპონია დაჟინებით მოითხოვს კუნძულებზე მისი სუვერენიტეტის გავრცელებას, ხოლო ჩინეთი მიუთითებს 1783 და 1785 წლების იაპონურ რუქებზე, რომლებიც კუნძულებს ჩინეთის ტერიტორიად მოიაზრებს. ეს დავა 2012 წელს გამწვავდა, როდესაც იაპონიის მთავრობამ კერძო მფლობელისგან ხუთი კუნძულიდან სამი იყიდა. (ANI)