ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის ნიშნულს უახლოვდება. ანალიტკოსების შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა უფრო ფართო უკანდახევის ტენდენციის ნაწილია, რომელიც რისკის შემცველი აქტივების გლობალური ვარდნის ფონზე მოხდა.

მსოფლიოში უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 9 მაისს ბირჟებზე ვაჭრობისას 2,7%-ით დაეცა და $33 741 გაუტოლდა.

კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმის Mudrex-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედულ პატელის თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა აიძულებს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ ინვესტორებს დაფიქრდნენ კრიპტოვალუტის ბაზრის პერსპექტივაზე.

„შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიტკოინი შესაძლოა $30,000 დონემდე დაეცეს. ტოკენი მიაღწევს ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის ივლისის შემდეგ, თუ ის დაეცემა $32,970-ზე დაბლა, ”- თქვა მან.

ბიტკოინის 27%-იანი ვარდნა 2022 წელს კავშირშია გლობალური ობლიგაციებისა და აქციების 10%-იან ვარდნასთან და ოქროს ფასის 2.5%-ით ზრდასთან.

2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.


Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა. 

ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე.