ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მოცემული.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ყაზახეთსა და თურქეთს შორის.
თავის მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა თავდაცვის კუთხით თურქეთ-ყაზახეთის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, „მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“.