Starlink-ის სატელიტურ ქსელზე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფონზე რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები განახორციელეს. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა.
თებერვლის ბოლოს SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.
ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.