ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების ფაქტი პირველად დაადასტურა. ქვეყანამ „უმძიმესი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა და ლოკდაუნი დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შტამი ომიკრონი ფხენიანში დაფიქსირდა. სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კოვიდვაქცინაცია ჩატარდა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა მოულოდნელი კრიზისის დაძლევის პირობა დადო.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.