ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოშიოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა დაპოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე,ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა დაშვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარემოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.