ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს.

EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით.

 „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.


 შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.