თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ჩრდილოეთ სატრანსპორტო დერეფნის რისკები გაიზარდა, მისი ალტერნატივის შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, როგორც მანძილის, ისე ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის კუთხით. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შუა სატრანსპორტო დერეფანი ფარავს იმ ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ვაჭრობაში 30%-ია.

„სატვირთო მატარებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან ევროპისკენ მიემგზავრება, შუა დერეფნის გავლით, 7000 კმ მანძილს 12 დღეში გადალახავს. იგივე მატარებელი ჩინეთიდან ევროპას პროდიქციას 10000 კმ-ზე რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩრდილოეთის მარშრუტით 12, დღეში მიაწვდის. თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება სამხრეთ დერეფნის გასწვრივ სუეცის არხის გავლით, მაშინ ევროპაში მომხმარებლებს მოუწევთ 45-დან 60 დღემდე ლოდინი აზიიდან ტვირთის მისაღებად 20 000 კმ მანძილის დაფარვის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა.

კარაისმაილოღლუს თქმით, ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მომგებიანობას. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე შუა სატრანსპორტო დერეფნით 1 მილიონ 070 ათას ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის მიწოდების დრო 12-დან 10 დღემდე შევამციროთ. ფსონს დავდებთ თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.