ესპანეთში, ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ და მენსტრუაციის დროს, ტკივილით იტანჯებიან, ყოველთვიურად სამდღიან შვებულებას შესთავაზებენ, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
როგორც ცნობილია, რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას.
„თუ ვინმეს აქვს დაავადება ასეთი სიმპტომებით, მას ენიჭება დროებითი ქმედუუნარობის სტატუსი, ასე რომ, იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებით – ძალიან მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალს სახლში დარჩენის უფლება უნდა მიეცეს,“ – განაცხადა ბარსელონას ყოველდღიურ გაზეთ El Periodico-სთან საუბრისას თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ანგელა როდრიგესმა.
ცნობისთვის, მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც უკვე მოქმედებს იგივე რეგულაცია. მაგალითად, ამ ქვეყნებს შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია.