"2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლებზე პანდემიის გავლენის შეფასებისას,
მაჭავარიანის თქმით, პანდემიის შედეგად, პირველად გეგმასთან შედარებით მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებში ბიუჯეტს 1,2 მილიარდის დანაკლისი ექნება.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიღებული დანაკლისი და მასში არ შედის ის 300.0 მილიონზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ჩვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დავაწესეთ. ჯამში, 2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.