თურქეთის მოქალაქეობის მიღება, უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირებით შესაძლებელი გახდა

თურქეთის ხელისუფლების მიერ „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შედეგად, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირების შედეგად შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ, თურქული მედია წერს. 

მანამდე, თურქეთის მოქალაქეობის მიღება, $250 ათასის ინვესტირების ან თურქულ ბანკში განთავსების შედეგად იყო შესაძლებელი.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს, უძრავი ქონების გაყიდვა 3 წელი ეკრძალება, ასევე ამ ვადაში ვერ შეძლებს ბანკში განთავსებული თანხის გამოყენებას. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში, გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა.