ანტონიო გუტერეშიმ- განსაცდელების, ტრაგედიებისა და ცრემლების წლად მოიხსენია 2020 წელი და მოუწოდება ხალხი მშვიდობისკენ.
გაეროს გენერალური მდივანი,ანტონიო გუტერეშის თქმით მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა პანდემიის სიძნელეები ყველამ ერთად დავძლიოთ.
ის იმედისმომცემად უყურებს მომავალს და ამბოს,რომ- "2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება“.
„შევურიგდეთ ერთმანეთს, შევურიგდეთ ბუნებას, გადავლახოთ კლიმატის კრიზისი, გავაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება და 2021 წელი განკურნების წლად ვაქციოთ. ეს მომაკვდინებელი ვირუსისგან განკურნების წელი უნდა გახდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.