2020: წელი რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ამ სათაურით სტატია BBC-მ მოამზადა, რომლის თარგმანს Europetime გთავაზობთ:
„სიდნეის ფოტოებით მთელი მსოფლიო იყო შეძრული, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ქალაქში ადგილობრივები ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანებისგან თავის დასაცავად ნიღბებს ატარებდნენ. ძალიან მალე, მთელ მსოფლიოს მოუწია ამ „აქსესუარის“ მორგება, მაგრამ ამჯერად ახალი რესპირატორული დაავადებისგან თავის დასაცვად.
ახალ წესებთან ერთად, ხალხმა ახალი შეთქმულების თეორიების განხილვა და გაკრიტიკება დაიწყო, როგორც ვირუსის წარმომავლობაზე, ასევე მის „დანიშნულებაზეც “. ხელის ჩამორთმევა აიკრძალა, ისევე როგორც ჩახუტება, იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.
წელს, დრო ყველა თავისი ცუდი სიახლითა და მოვლენით, თითქოს იკუმშებოდა, რთული გასარჩევი გახდა, რა დღე იყო, ან რომელი საათი. ოფისები საძინებელ ოთახებად გარდაიქმნა, საძინებლები კი საკლასო ოთახებად.
სოციალურმა დისტანციამ თავისი პარადოქსული დატვირთვა მიიღო, სახლში დარჩენის მოწოდებამ გარეთ გასვლის სურვილი უფრო გაგვიღვივა, ხოლო პირბადით დაფარულ სახეებს ახალი სიტყვებიც დაემატა, Zoom-ი და „კლასტერი“ ჩვენი ლექსიკონების განუყოფელი ნაწილი გახდა.
სახლში გამოკეტილი ხალხი თითოეულ გამომცხვარ ორცხობილას უღებს ფოტოს და სოციალურ ქსელში ასაჯაროებს, თუმცა რეალობა უფრო სხვა და მეტად მძიმეა. მილიონობით ოჯახს დამატებითი საზრუნავი გაუჩნდა. ახლა, როგორც არასდროს, სახლში პურის მიტანა ბევრისთვის უფრო რთული აღმოჩნდა. სიღარიბე გახდა პანდემიის გამავრცელებელი, პანდემიამ კი სიღარიბის დონე უფრო გაზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. თითქმის ყველა ქვეყნიდან ისმოდა მწვავე კრიტიკა ჯანმოს მიმართ, რადგან ის თავის დროზე „ჩინეთის წინააღმდეგ საკმარისად მკაცრი არ აღმოჩნდა“, ამან კი მისი მთავარი დონორების სიიდან, ორგანიზაციის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი, ვაშინგტონი გააქრო.
გაჩნდა ძლიერი მტკიცებულებები, რომ ქალი ლიდერების ხელმძღვანელობით ქვეყნებმა უკეთ შეძლეს კრიზისის მოგვარება. გერმანია ანგელა მერკელი, ახალი ზელანდია ჰასინდა არდერნი, ტაივანი ცაი ინგვენი და დანია მეტ ფრედერიქსენი.
ამის საპირისპიროდ, ქვეყნები, რომლებსაც პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მართავენ, პოპულისტურ ტალღაზე მაჩოთი „თაღლითობდნენ“, რაც ხშირად კარგად გამოსდიოდათ. დონალდ ტრამპი, ჟაირ ბოლსონაროსა და ბორის ჯონსონის თაოსნობით.
2020 წელს, სხვადასხვა ქვეყანაზე გავრცელებული სტერეოტიპი გარკვეულწილად „გზამკვლევი“ აღმოჩნდა მათი შედეგების შესაჯამებლად. გერმანიას კარგი შედეგი ჰქონდა. ავსტრალიამ და ახალ ზელანდიამ არამხოლოდ გეოგრაფიული იზოლაციით ისარგებლეს, არამედ შეუფერხებლად მოქმედი ბიუროკრატიითაც.
პანდემიამ არც გლობალურ ძალთა თანაფარდობა დაინდო. ხოლო ამერიკის ქმედება, ძირითადად უმოქმედობით უფრო მეტად იყო ცნობილი. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეპიდაფეთქების მართვა შეიძლება შეფასდეს, როგორც ბოლო 100 წლის განმავლობაში საშინაო პოლიტიკის ყველაზე კატასტროფული მარცხი.
ჩინეთმა, სხვებისგან განსხვავებით, „კუნთების თამაში“ დაიწყო ავსტრალიასთან. ჩინეთი ძალებს იკრებს მაშინ, როდესაც ის დაავადების ეპიცენტრია“, - წერს BBC.