არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი​ აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას WAM-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში, 13 მაისს გარდაიცვალა.