კახა კალაძე: სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა

"სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 "სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა. სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ გადაყვანილია კლინიკაში და ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას",- აღნიშნავს კალაძე.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.


ასევე წაიკითხეთ: