თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. რიზე-ართვინის აეროპორტში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო.
შეხვედრის ბოლო ნაწილში პრეზიდენტებს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეტ ბაჰჩელი, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ ერდოღანისა და ალიევის საუბარში.
დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.