ზელენსკი: ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა იზრუნებს იმაზე, რომ მომდევნო ეროვიზიას მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. 

  • „ჩვენი სიმამაცე მსოფლიოზე დიდ შთაბეჭდილებას აჩენს. ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მჯერა - არა უკანასკნელად. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერთ დღეს, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს თავისუფალმა, მშვიდობიანმა და აღდგენილმა მარიუპოლმა უმასპინძლოს. მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestras-სა და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდამდე დიდი დრო არ დარჩა.  დიდება უკრაინას“. 

„კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა.