კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD) გერმანიის საკვანძო რეგიონალურ არჩევნებში დამარცხდნენ.
მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების გასამმაგება შეძლეს და არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
ამჟამინდელი მონაცემით, არჩევნებში კონსერვატიულმა CDU-მ ხმების 35,7%-ზე მეტი მიიღო. Scholz-ის SPD-მა მხოლოდ ხმების 26,7% დააგროვა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში (მხარე გერმანიაში), რომელიც დიდი ხანია, სოციალ-დემოკრატებისთვის მთავარ ცენტრად ითვლებოდა.
გერმანიის ფედერალური კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების 4.5% დაკარგა.