საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში NATO-ს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილო ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა