ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9769 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0129 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევრო 3.1028 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 3.1286 ლარს შეადგენდა. ახალი კურსები ძალაში 17 მაისიდან შევა.