საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, შრომის ყოფილი მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება. ამის შესახებ Reuters წერს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობას ქალი მეორედ უხელმძღვანელებს.
მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. საფრანგეთის მთავრობაში ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.