საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შორის შედგა საუბარი
საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები.
„მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.