პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მეშვეობით მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ექვსი თვით უხანგრძლივდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვე ექნება.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ვადა, ექვსი თვე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რადიკალური გადაწვეტილებების მისაღებად ემზადება ან შეზღუდვები კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

„იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.