"მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
,,ვიცი, რომ დღეს, სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში" იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე მეტი დეტალი არ ვიცი და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ",- განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ
- კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
- იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს