ახალი წელი იქნება დატვირთული საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე განხილვებით, -ამის შესახებ განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) რუსეთის ფედერაციის რწმუნებულმა, მიხაილ გალპერინმა.
„უკვე გასაგებია, რომ ჩვენ გველოდება დაძაბული წელი საერთაშორისო განხილვების თვალსაზრისით. მრავალი პროცესუალური მოვლენა გადმოვიდა განვლილი წლიდან, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების ნიშნით მიილია. ამიტომ უცხოეთის და საერთაშორისო სასმართლოები კვლავ კრეფენ სიჩქარეს“, - განაცხადა გალპერინმა.
საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა.