ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება.

შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.