საქსტატის ცნობით, საქართველოში 2021 წელს უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობა ახალგაზრდებშია, სადაც 20-24 ასაკობრივ ჯგუფში ის 41%-საც აღწევს.
25-29 ასაკობრივ ჯგუფში კი უმუშევრობის დონე 27.8%-ია, 45-49 წლის ჯგუფში კი უმუშევრობა 17%-ს შეადგენს.
საქსტატის მიხედვით, 2021 წელს ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.3%-დან 22.2%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლად უმუშევრობა 15.8%-დან 18.2%-მდეა გაზრდილი. საქსტატმა დღეს დასაქმებისა და უმუშევრობის 2021 წლის ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.