ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" საქსტატზე დაყრდნობით წერს.
მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელორუსული კომპანიაა.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელორუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელორუსული კომპანიაა. ამასთან, აქტიურია 1502 რუსულ-ბელორუსული სუბიექტი, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელორუსული კომპანიაა.