თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე წელს გაიმართოს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს.
ნიუ-იორკში, „თურქევის ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას ჩავუშოღლუმ გაიხსენა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი შეხვედრა“, რომელიც გასულ წელს, რომში, იტალიაში გაიმართა და რომლის დროსაც, მისი თქმით, ერდოღანი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ შექმნან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის დიალოგს და განიხილავს საკითხებს, რომლებზეც თურქეთი და აშშ სრულად ვერ თანხმდებიან.
„მსოფლიოში არსებული კრიზისების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ აშშ-სთან საკითხს, თუ რომელ სფეროებში შეგვიძლია, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც ამ მექანიზმის ნაწილი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ანკარაში ვიზიტისას, თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა.
„იმედი მაქვს, ამ მექანიზმის ფარგლებში რიგი საკითხების გადაჭრას ან შემცირებას და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით თანამშრომლობის გაუმჯობესებას შევძლებთ“, - დაამატა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17-20 იანვარს აშშ-ს ეწვევა, რათა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ თანამდებობის დაკავების დღესთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროს.
ოთხშაბათს, ჩავუშოღლუ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება.
დღესვე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხებზე უახლოეს დღეებში გაიმართება.
"არსებობს ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შემოთავაზებულია გაეროს გენერალური მდივნის მიერ, მათ შორის გაერო, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ტექნიკურ დონეზე შეხვედრის გამართვას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.