ირანის მთავრობამ ბირთვული პროგრამის აჩქარების კანონის ამოქმედება შეაყოვნა

ირანის მთავრობამ შეაყოვნა პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონის ამოქმედება, რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის მყისიერ აჩქარებას ითვალისწინებს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის დიპლომატიურ ძალისხმევისთვის ზიანის მომტანი იყო. იმავდროულად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ თქვა, რომ ქვეყანას ამ კანონის ასამოქმედებლად, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაუყოვნებლად დაიწყოს, საკმარისი ფინანსები არ გააჩნია.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობების ჩარჩოებში დაბრუნდება.

ზოგიერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შეერთებულ შტატებთან მომავალ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს.