თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა.
მხარეებს შორის დახურული შეხვედრა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში შედგა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ინფორმაცია გაცვალეს, ბოლო დროს მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.