ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ.

ლექსო თორაძე 69 წლისა, 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა.

მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.