ბაიდენი: თეთრი სახლი ხელისუფლების გადაცემას აბრკოლებს

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოები პრეზიდენტ ტრამპის პირობებში სრულიად დაცლილია. ბაიდენმა კრიტიკულად შეაფასა წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლების მისი გუნდისთვის გადაბარების პერიოდში, ინფორმაციის მწირი მიწოდება.

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას წარმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ მიმართულებებზე. ვფიქრობ, ეს არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა“, - თქვა მან.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მის გუნდს საჭირო ინფორმაციას არ აწვდის. პენტაგონმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ბაიდენის გუნდის 181 ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 163 გასაუბრება ჩაატარა.