გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია. გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ ამ პროცესს წლები ან თვეები არ დასჭირდება.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს სოლიდარობის ფონდის მომზადება, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად.
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაზე კი შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რომ ალიანსი კონფლიქტის მხარე გახდეს.