მთავარი არხის", "ტვ პირველის", "ფორმულასა" და "კავკასიას" ჟურნალისტებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს ხვდებიან, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი ერთობლივი წერილი გადასცეს. ჟურნალისტების განცხადებით, წერილში დეტალურად არის საუბარი საქართველოში მედიის მძიმე მდგომარეობაზე.
შეხვედრის პარალელურად, ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
- დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
- რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.
„სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.