მედია: ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ და ტირიფის ფოთლის ჩაი დალიონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 263 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.24 მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


 ასევე წაიკითხეთ:

ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა