აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის, საბაჟო კონტროლისა და ვაჭრობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სამიდ გარლოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე ხელშეკრულება გაფორმდეს.
მისი თქმით, ეს პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის საბაჟო სამსახურებმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავეს.
„ეს ხელშეკრულება გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ყაზახეთის მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, ქართული მხარის მიერ ამ სისტემის გაშვება შესაძლოა 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდეს“, - განაცხადა გარალოვმა.
დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი შესაძლოა მსგავს ინიციატივებს შორის კონკურენტუნარიანი გახდეს.