სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 16.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – ფასები გაიზარდა 14.6 პროცენტით, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – დაფიქსირდა 186.4 პროცენტიანი ზრდა და ძირითადი ლითონები – ფასები გაიზარდა 42.0 პროცენტით. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა