ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.