გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია, მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მსურს, მოლდოვა NATO-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა.
The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში NATO-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.