ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ დროისთვის შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია.
ამავე თემაზე